გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი :მადონა ჯორბენაძე
საგანი: ბიოლოგია
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო /პრობლემაზე ორიენტირებული
სწავლების საფეხური/კლასი: საფეხურიIII / X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
კლასში არ არის სსსმ
მოსწავლე
გაკვეთილის თემა:
ნერვულ სისტემაზე
მოქმედი ნივთიერებები.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
მასწავლებლის მიერ მიწოდებული ბარათების
მიხედვით ამოიცნობენ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ოთხივე ჯგუფის ნივთიერების პათოლოგიურ
დამოკიდებულებას, უშეცდომოდ ჩამოთვლიან ამ დამოკიდებულების ყველა მახასიათებელს
და მათ გავლენას ადამიანზე, მოცემულ ვიდეო-ფილმის სიტუაციაში მოსწავლეები
იპოვიან
პრობლემას და ამ პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიულ
გზებს.
წინარე ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შეუძლიათ პრობლემის
გამოკვეთა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაანალიზება.
განსავითარებელი უნარები:
- ლოგიკური
აზროვნება
- თანამშრომლობა
- პრობლემის მიზეზის ნახვა
- პრობლემის
მოგვარება
- კრიტიკული
აზროვნება
- პრეზენტაციის
უნარი
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხები
აქტივობის
მიზანი:
·
მისალმება, სიის ამოკითხვა,
განწყობის შექმნა;
·
გაკვეთილის თემის გაცნობა;
·
შეფასების ფორმების და
კრიტერიუმების გაცნობა;
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის
დაწყებისას მოსწავლეებთან მისალმების შემდეგ ვავსებ ჟურნალს, შემდეგ მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს, შეფასების
ფორმასა და კრიტერიუმებს.
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება გაკვეთილის მიზანი და შეფასების
კრიტერიუმები.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფა, ფლივჩარტი, მარკერი,
ცარცი, პროექტორი.
|
2
წთ
|
2
|
აქტივობის მიზანი: წინარე
ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: წინარე
ცოდნის გააქტიურების მიზნით
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
·
რისი გაკეთება
გსიამოვნებთ ყოველდღიურად?
(
მაგ: ყავის, ჩაის დალევა, ტკბილეულის, წამლის
მიღება და ა.შ.)
·
გაიხსენეთ როგორ
გრძნობთ თავს იმ შემთხვევაში,
თუ ვერ
ახორციელებთ სასურველ მიზანს? (უარყოფითი განცდები)
·
რა შეიძლება იყოს ამის
მიზეზი?
მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლეების მხრიდან
გამოთქმულ ვერსიებს.
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი მასალის საფუძველზე კითხვებზე პასუხის
გაცემა და მსჯელობა.
|
კითხვა-პასუხი,
გამოწვევა
|
მთელი კლასი
|
ბარათი, დაფა, ცარცი,
ფლიფჩარტი, მარკერი,
დაფა, ცარცი.
|
3
წთ
|
3
|
აქტივობის მიზანი: თემის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
უხსნის მოსწავლეებს თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს სხვადასხვა ნითიერებების მიმართ. საუბრობს ფიზიკური
და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შესახებ. მოჰყავს შესაბამისი
მაგალითები.
(
შესაბამისი მასალების გაშუქებას
ახდენს პროექტორის საშუალებით)
|
მინი-ლექცია
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, დაფა, ცარცი,
კომპიუტერი
|
3 წთ
|
4
|
აქტივობა: 1
აქტივობის მიზანი: ბარათების საშუალებით მოსწავლეები უშეცდომოდ ამოიცნობენ ნერვულ
სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების პათოლოგიურ
მახასიათებლებს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
,,იდუმალი ყუთიდან“ სთხოვს მოსწავლეებს
მორიგეობით ამოიღონ ბარათები, სადაც წერია
სხვადასხვა დებულებები ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებების შესახებ. მოსწავლეებმა უნდა
ამოიცნონ რომელია ჭეშმარიტი
დებულება და რომელია
მცდარი.
დებულებები:
v ნარკოტიკი
ეხმარება ადამიანს პრობლემის
მოგვარებაში;
v ალკოჰოლიზმი მემკვიდრეობით გადაეცემა;
v სიგარეტი
ზიანს აყენებს ორსულ
ქალს, მაგრამ არ მოქმედებს ნაყოფზე;
v ყავა, ჩაი
და ბევრი გაზიანი
სასმელი შეიცავს ნარკოტიკს;
v ალკოჰოლი
არის ნივთიერება, რომელიც იწვევს
დამოკიდებულებას, მაგრამ არ მიეკუთვნება
ნარკოტიკებს;
v სიგარეტის
მოწევა იწვევს დამოკიდებულებას;
v როცა ადამიანი თავს
ანებებს სიგარეტს, ორგანიზმში ხდება
მიყენებული ზიანის გამოსწორება;
v ალკოჰოლი
პრობლემებს ქმნის მხოლოდ
მაშინ, თუ ადამიანი მას წლების განმავლობაში მოიხმარს;
v სიგარეტის
ხანდახან მოწევა არ ვნებს ჯანმრთელობას;
v ალკოჰოლიზმი
დაავადებაა;
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება ნერვულ სისტემაზე
მოქმედი ნივთიერებების პათოლოგიური
დამოკიდებულებები.
|
,,იდუმალი
ყუთი“
|
ინდივიდუალური
|
ყუთი, კალამი, ფერადი
ფურცლები
|
5 წთ
|
5
|
აქტივობა: 2
აქტივობის მიზანი: მასწავლებლის მიერ
მიცემული მასალიდან მოსწავლეები ჩამოთვლიან ნერვულ სისტემაზე მოქმედი ოთხივე ჯგუფის
ნივთიერების პათოლოგიურ დამოკიდებულებებს და
აღწერენ მათ გავლენას ადამიანზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კლასს
ჰყოფს 1, 2, 3, 4 -ის გათვლის
პრინციპით 4 ჯგუფად. ჯგუფის ერთ-ერთი
წევრი შეარჩევს ერთ კონვერტს,
სადაც მასწავლებელს წინასწარ
აქვს გამზადებული მასალა ნერვულ
სისტემაზე მოქმედ ნივთიერებების შესახებ. კერძოდ: სტიმულატორების, დეპრესანტების,
ნარკოტიკების და ჰალუცინოგენების შესახებ. თითოეულ შემთხვევაში
მათ უნდა აღწერონ :
v როგორია მასზე
დამოკიდებული ადამიანის ერთი
რიგითი დღე
v რა პრობლემები
გაუჩნდა მას ამ დამოკიდებულების გამო
v რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
v უნდა შეეძლოს მოზარდს თავისუფლად შეიძინოს მარკეტში და აფთიაქში სტიმულატორები, დეპრესანტები, ალკოჰოლი და ჰალუცინოგენები და რეცეპტის გარეში წამლები.
დავალების დასრულების
შემდეგ ჯგუფის წევრები
გააკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი აფასებს
მათ მუშაობას შესაბამისი
რუბრიკით.
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეებს ეცოდინებათ
თუ რა პრობლემას უქმნის ადამიანს
ნერვულ სისტემაზე მოქმედი
ნივთიერებები.
|
ჯგუფური მუშაობა,
პრეზენტაცია
|
მცირე ჯგუფები
|
ფლიფჩარტი, მარკერი,
საშლელი, კალამი, ფანქარი.
სახელმძღვანელო .
|
12 წთ
|
6
|
აქტივობის მიზანი: თემის გაცნობა;
აქტივობის აღწერა: გაკვეთილზე
განხილული საკითხის ათვისების შემოწმების
მიზნით მასწავლებელი კითხულობს მინი
ლექციას, სადაც ისაუბრებს იმის
შესახებ, რომ ზოგიერთი ნივთიერება
სასიკეთო ზეგავლენას ახდენს
ჯანმრთელობაზე, თუ ის მიიღება
ექიმის დანიშნულებით. თვითნებურად
მათი მიღება ძალიან
საზიანოა. მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება, რომ მოცემული ნივთიერებები უნდა
გამოვიყენოთ ექიმის რეკომენდაციით.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
წინასწარ
მომზადებული მინი ლექცია , პროექტორი
|
3 წთ
|
7
|
აქტივობა: 3
აქტივობის მიზანი: ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა.
აქტივობის აღწერა: მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ მოცემული პრობლემის
გაანალიზებას და დასახავენ მისი გადაჭრის
გზებს.
|
სასწავლო ფილმი,
პრეზენტაცია (შედეგების გაცნობა/შეჯამება
|
ჯგუფური სამუშაო
|
თაბახის ფურცელი, კალამი,
პროექტორი
|
11 წთ
|
8
|
აქტივობის მიზანი: თვითშეფასება/ურთიერთშეფასება.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები საკუთარი ჯგუფის
მუშაობას აფასებენ კომენტარებით.
მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასებით.გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკაში. რუბრიკებს
იცნობენ მოსწავლეებიც.
საშინაო დაალება: §. 30 № 1, 2. მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია
ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების შესახებ.
|
შეფასება/
ურთიერთშეფასება,
საშინაო დავალება
|
ინდივიდუალური/
შერჩევით.
|
შეფასების რუბრიკები, ჩანაწერები
|
4 წთ
|
9
|
მოსწავლის გვარი/სახელი
-------------------------------------------
დაასრულე ქვემოთ მოცემული
წინადადებები:
·
დღევანდელი გაკვეთილიდან რომელ
საკითხზე ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას (თქვენს მიერ მითითებული საკითხი
გთხოვთ ჩაიწეროთ საშინაო დავალების რვეულშიც)----------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
გასასვლელი
ბილეთები
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელი, კალამი
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
კვლ.X.4 .მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
აფასებს, იძლევა
თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი ვარაუდის
გამოთქმის საშუალებას;
ბიოლ.X.10.6.მოსწავლეს შეუძლია
დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს ნერვული სისტემისთვის
ზოგიერთი მედიკამენტის დამაზიანებელ
ეტაპზე;
სტიმულატორები
ნივთიერებებია,
რომლებიც ნერვულ სისტემაში
აძლიერებენ აგზნების პროცესებს. მათი ზემოქმედებით
ძლიერდება გულის შეკუმშვა, იზრდება მისი სიხშირე
და არტერიული წნევა, ვიწროვდება სისხლძარღვები. ,,ექსტაზი“, რომელსაც ფართოდ მოიხმარენ სხვადასხვა
გასართობ დაწესებულებაში აძლიერებს
სეროტონინის ( სიხარულის, ბედნიერების მედიატორია) გამოყოფას. შეუძლია მთელი ღამე იცეკვოს და
იყოს აქტიური. თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენებისას
ნეირონებს შორის კავშირების რიცხვი
მკვეთრად კლებულობს, რასაც მოჰყვება
მეხსიერების გაუარესება. იგი საშიშია
იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მაღალი
არტერიული წნევა და გულის პრობლემები
აქვთ.
სტიმულატორებია:
ნიკოტინი, რომელსაც თამბაქო
შეიცავს და კოფეინი,
რომელიც დიდი რაოდენობით
არის ჩაიში, ყავაში და შოკოლადში.
დეპრესანტები
ისინი ნერვულ სისტემაში
თრგუნავენ აგზნების პროცესებს და აძლიერებენ შეკავებას.
ალკოჰოლი ყველაზე ძლიერი
დეპრესანტია. პირველად მასზე რეაგირებს
თავის ტვინის ქერქი. ადამიანი არაბუნებრივად
მხიარული ან სევდიანი
ხდება. როდესაც მხედველობის და მეტყველების უბნებს
აღწევს, ადამიანს მხედველობა ებინდება, გაურკვევლად ლუღლუღებს, ხანდახან აქვს გაორება.
ნათხემზე ზემოქმედებისას ირღვევა
მოძრაობის კოორდინაცია, ესხმის თავბრუ, თავს
ვერ იმაგრებს და ფეხზე
ვერ დგას. საბოლოოდ ქერქი მთლიანად წყვეტს
მოქმედებას. ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. ალკოჰოლის მაღალმა
კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს
ალკოჰოლური ფსიქოზი. ისინი ვერ ცნობენ ოჯახის
წევრებს, ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს, აქვთ
საშინელი ჰალუცინაციები.
ნარკოტიკები
ჰეროინი და მორფინის მიღების
შედეგად უქრება ტკივილის
შეგრძნება და ეუფლება სიმშვიდისა
და სიამოვნების განცდა. ადამიანი ცდილობს
მუდმივად მიიღოს იგი. მის
გარეშე თავს ძალიან
ცუდად გრძნობს, აქვს ტკივილები, ოფლიანობა,
კანკალი, გულისრევა, ღებინება. მაღალი დოზით
მიღება იქვევს სიკვდილს.
კოკაინის მიღების შემდეგ
ეუფლება ადამიანს ეიფორია, რომელიც შემდეგ დეპრესიით, დაღლილობით, გამოფიტვისა და განადგურების შეგრძნებით
ეცვლება.
მარიხუანას
მიღენისას ადამიანი მხიარულია, აქვს კმაყოფილების
შეგრძნება, ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია. მისი ხანგრძლივი
გამოყენება იწვევს უშვილობას, ტვინის დაზიანებას
და მის ავთვისებიან
გადაგვარებას.
ჰალუცინოგენები
ფსიქიკაზე მოქმედი ნივთიერებებია. ერთ-ერთი ცნობილი
ჰალუცინოგენი LSD
უკავშირდება სეროტონინს ( სიხარულის, ბედნიერების მედიატორია) და ბლოკავს მის მოქმედებას.
იგი ცვლის და ამახინჯებს სივრცისა
და დროის შეგრძნებას. მისი მიღების
შემდეგ მხიარულების განცდა
უცბად ძლიერი დეპრესიით
ეცვლება, სიცივის შეგრძნება - სიცხის
შეგრძნებით, აქვს საშინელი ჰალუცინაციები
და პანიკური შიში. მათ მიეკუთვნება კანაბისი. პრეპატატის მოქმედება
იწყება მოწევიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში.რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისკენ
მიდრეკილება, ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა.
დებულებები:
v ნარკოტიკი ეხმარება ადამიანს
პრობლემის მოგვარებაში;
v ალკოჰოლიზმი მემკვიდრეობით გადაეცემა;
v სიგარეტი ზიანს აყენებს
ორსულ ქალს, მაგრამ არ მოქმედებს
ნაყოფზე;
v ყავა, ჩაი და ბევრი გაზიანი სასმელი
შეიცავს ნარკოტიკს;
v ალკოჰოლი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს
დამოკიდებულებას, მაგრამ არ მიეკუთვნება
ნარკოტიკებს;
v სიგარეტის მოწევა იწვევს
დამოკიდებულებას;
v როცა ადამიანი თავს ანებებს სიგარეტს, ორგანიზმში ხდება მიყენებული ზიანის
გამოსწორება;
v ალკოჰოლი პრობლემებს ქმნის მხოლოდ მაშინ, თუ
ადამიანი მას წლების
განმავლობაში მოიხმარს;
v სიგარეტის ხანდახან მოწევა
არ ვნებს ჯანმრთელობას;
v ალკოჰოლიზმი
დაავადებაა;
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
(განმავითარებელი)
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
4
|
კარგი
3
|
საშუალო
2
|
საშუალოზე დაბალი
1
|
სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად
გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ
გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ
გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო.
ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის
წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ნაწილობრივ
ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ორგანიზებული არ
იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და
ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი
აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
|
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი
აქტიურობს, შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
|
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ
შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.
|
პრეზენტაცია
|
მოსაუბრე თითქმის ყოველთვის
აუდიტორიას უყურებს,
საუბრობს დამაჯერებლად,
აუდიტორიისთვის გასაგებად, თემას ასაბუთებს სრულყოფილად, სრულად იცავს რეგლამენტს.
|
მოსაუბრე თითქმის ყოველთვის
აუდიტორიას უყურებს,
საუბრობს დამაჯერებლად,
აუდიტორიისთვის გასაგებად, ნაწილობრივ ასაბუთებს ფაქტებს,
სრულად იცავს რეგლამენტს.
|
მოსაუბრე მხოლოდ ზოგჯერ
შეხედავს ხოლმე უდიტორიას,
საუბრობს დამაჯერებლად,
აუდიტორიისთვის გასაგებად, ნაწილობრივ ასაბუთებს ფაქტებს,
სრულად იცავს რეგლამენტს.
|
მოსაუბრე მხოლოდ ზოგჯერ
შეხედავს ხოლმე უდიტორიას,
ნაწილობრივ საუბრობს აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე, ვერ ასაბუთებს
ფაქტებს,
სრულად ვერ იცავს
რეგლამენტს.
|
ინდივიდუალური შეფასების
რუბრიკა
№
|
შეფასების კრიტერიუმები
|
9-10
ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
3-4 ქულა
|
1-2 ქულა
|
1
|
საუბრობს
ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებათა დამაზიანებელ ეფექტებზე
|
სწორად აყალიბებს
ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების
დამაზიანებელ ეფექტებს, გამოთქვამს ვარაუდს
|
ნაწილობრივ
აყალიბებს ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების დამაზიანებელ ეფექტებს, გამოთქვამს ვარაუდს
|
უჭირს ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების დამაზიანებელ ეფექტების ჩამოყალიბება, ნაწილობრივ გამოთქვამს
ვარაუდს
|
მასწავლებლის
დახმარებით
აყალიბებს
ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების
დამაზიანებელ ეფექტებს,ნაწილობრივ გამოთქვამს ვარაუდს.
|
ვერ აყალიბებს
ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებების
დამაზიანებელ ეფექტებს, ვერ გამოთქვამს
ვარაუდს
|
2
|
აანალიზებს
მონაცემებს, გამოიტანს დასკვნებს და
ახდენს მის შეფასებას.
|
მიმოიხილავს და აანალიზებს მონაცემებს , დასკვნები
ეყრდნობა კონკრეტულ მონაცემებს, შეუძლია ანალიზი და შეფასება.
|
მიმოიხილავს და აანალიზებს მონაცემებს , დასკვნები
ეყრდნობა კონკრეტულ მონაცემებს, ნაწილობრივ
აფასებს.
|
მიმოიხილავს და ნაწილობრივ აანალიზებს მონაცემებს,
ნაწილობრივ გამოაქვს სათანადო დასკვნები
|
მასწავლებლის
დახმარებით მიმოიხილავს და ნაწილობრივ აანალიზებს მონაცემებს, ნაწილობრივ
გამოაქვს სათანადო დასკვნები
|
მიმოიხილავს, მაგრამ უჭირს ანალიზის გაკეთება , დასკვნები არ ეყრდნობა კონკრეტულ
მონაცემებს, ვერ გამოაქვს სათანადო დასკვნები
|
- დღევანდელი გაკვეთილიდან
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმიტომ, რომ -----------------------------
- ჩემთვის ბუნდოვანი
დარჩა--------------------------------------
დღევანდელი გაკვეთილიდან რომელ
საკითხზე ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას (თქვენს მიერ მითითებული საკითხი
გთხოვთ ჩაიწეროთ საშინაო დავალების რვეულშიც)----------------------------------------------------------------------------------------------------------------
Комментариев нет:
Отправить комментарий