понедельник, 28 октября 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი 2

1
საკითხი/თემა
კლასი:

ორგანული ნივთიერება დნმ.
დნმ ის  რეპლიკაცია.
   მეთერთმეტე კლასი.   24  მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ არის
2
სტანდარტი (საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები, რომელზეც
ბიოლოგია XI 1.3 ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
3
აქტივობა/ გაკვეთილის მიზანი
(რა ცოდნა და უნარები გსურთ რომ შეიძინონ მოსწავლეებმა
მოსწავლეს შეექმნას წარმოდგენა დნმ-ის მოლეკულის აგებულებაზე და გაორმაგების პროცესზე-  რეპიკაციაზე.
ახსნას როგორი აგებულება აქვს დნმ-ს.  როგორ ხდება რეპლიკაცია. მულიაჟზე ამოიცნოს სტრუქტურები და ბმები და აჩვენოს ფერმენტ ჰელიკაზასა და დნმ-პოლიმერაზას მოქმედების ადგილი და ისაუბროს მათ მნიშვნელობაზე.

4
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა
(სახელწოდება)

გაჩერებებით სწავლება და  ე.ს.გ. -ის გამჭოლი პრიორიტეტების მედიაწიგნიერება .
5
სასწავლო რესურსი
სახელმძღვანელო,   რვეული, თაბახის ფურცლები.    ფერადი ქარალდები.  ფერადი ფანქრები.     მულიაჟი.  თვალსაჩინოებები.  კომპიუტერი და პროექტორი
6
აქტივობა გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო დრო
მისალმება, აღრიცხვა,  გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
წინარე ცოდნის გააქტიურება. 5 წთ
კითხვების დასმა.
რა არის დნმ.
რა არის ნუკლეოტიდი როგორი აგებულება აქვს, რითი განსხვავდებიან.
რა არის კომპლემენტარობა.
როგორი აგებულება აქვს დნმ-ს  და რომელი ბმები გვხვდება მასში.
7
აქტივობის გაკვეთილის აღწერა
(აღწერაში უნდა ჩანდეს მასწავლებლის ინტრუქცია და ქმედებები, მოსწავლის მიერ შესრულებული ქმედებები, კლასის ორგანიზების ფორმა, ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფებში,) შესრულებული ნაბიჯების თანმიმდევრობა.
კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ექნება ყველა რესურსი.
პირველი გაჩერება- კომპიურტერში პროექტორზე ანიმაციური ფილმის ჩვენება დნმ-ის გაორმაგებაზე.5 წთ
მეორე გაჩერება-  სახელმძღვანელოში საკითხავი მასალის გაგება გააზრება მუქი ასოებით აღნიშნულ ტერმინებზე ყურადთების გამახვილება. 5წთ
მესამე გაჩერება - მასწავლებელთან გაუგებარი მასალის გარკვევა და პირიქით მასწავლებლის მიერ შეკითხვებითა და მინი ლექციით გარკვევა როგორ გაიგეს ახალი მასალა  5 წთ
მეოთხე გაჩერება ორმა   ჯგუფებმა გააკეთონ ფერადი  ქაღალდებით დნმ-ის რეპლიკაციის მოდელი. ხოლო ორმა ჯგუფმა გააკეთოს ფერადი ფანქრებით ჩანახატის გაკეთება რეპლიკაციის -  მინიშნებებითა და აღნიშვნებით. ჯგუფებს შორის გამოცხადდება კონკურსი და გამრჯვებულ ჯგუფს დავაჯილდოებთ მხურვალე ტაშით.10 წთ
გაკვეთილის ბოლოს  ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა მოხდება შესწავლილი  მასალის  შეფასება შესაბამისი კითხვებით ან გამსვლელი კითვებით და საშინაო დავალების მიცემა:      15წთ
კითხვების დასმა:
როგორი აგებულება აქვს, სად მოქმედებს ჰელიკაზა- მულიაჟზე ჩვენებით. სად მოქმედებს დნმ-პოლიმერაზა.
რა არის დნმ, რომელია დედისეული ჯავი და რომელი შვილეული.
რომელია დედისეული დნმ და რომელი შვილეული დნმ.
როგორი აგებულება აქვს, რისგან შესდგება დნმ.  რატომ ეწოდება დნმ-ს უნიკალური ორგანული ნივთიერება. (შუძლია თვითგაორმაგება)
რითი განსხვავდება ნუკლეოტიდები ერთმანეთისაგან.
ხდება მოსწავლეთა დირფერენცირებული  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
შესაბამისი რუბრიკებითა და ინდიკათორით: ჩართულობა, პრეზენტაციის წარმოდგენა.







  

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

გაკვეთილის ჩატარების დღე : 06 ივნისი 2019 წელი
სკოლა: სსიპ  ხულოს  მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს  საჯარო სკოლა
კლასი: XI კლასი
მასწავლებელი:  მადონა ჯორბენაძე
საგანი :  ბიოლოგია
გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო- ე.ს.გ. გამჭოლი პრიორიტეტების მედიაწიგნიერება.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეს შეექმნას წარმოდგენა დნმ-ის მოლეკულის აგებულებაზე და გაორმაგების პროცესზე-  რეპიკაციაზე.
ახსნას როგორი აგებულება აქვს დნმ-ს.  როგორ ხდება რეპლიკაცია. მულიაჟზე ამოიცნოს სტრუქტურები და ბმები და აჩვენოს ფერმენტ ჰელიკაზასა და დნმ-პოლიმერაზას მოქმედების ადგილი და ისაუბროს მათ მნიშვნელობაზე. მოსწავლე შესძლებს შექმნას მარტივი მოდელები უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
მედიაწიგნიერება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმატექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმაგააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციისგაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
სწავლების მეთოდად გამოვიყენე-- გაჩერებებით სწავლება, სულ იყო ოთხი გაჩერება.

გაჩერებებით სწავლის დახასიათება
გაჩერებებით სწავლა გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მსწავლელთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია პროექტებით სწავლების პრინციპებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთ სწორ პასუხს კი არ გვთავაზობს, არამედ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ საშუალებათა მოძიების შესაძლებლობას გვაძლევს. შესაბამისად, ის ხელს უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რომლის შედეგიცაა პროდუქტის, მაგალითად, რაიმე კოლაჟის ან პლაკატის, შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შეძლებისდაგვარად მეტი გრძნობის ორგანოს გამოყენებით იძენდეს ცოდნას სწავლის ახალი მიდგომების შესახებ ან სულაც იმაღლებდეს მას უკვე ნასწავლ მასალაში. ეს მაშინ ხდება, როცა შეთავაზებული მასალა აღვიძებს მსწავლელის ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს მისი მოტივაციის ამაღლებას ამ მასალაზე აქტიურად სამუშაოდ. გაჩერებებით სწავლა ითვალისწინებს არა მარტო გონებრივ შრომას, რომელიც ოთხ უნარ-ჩვევას (მოსმენა, კითხვა, წერა და ზეპირმეტყველება) ავარჯიშებს, არამედ მუშაობისას (შეძლებისდაგვარად) ააქტიურდებს ყნოსვის, გემოვნების შეგრძნებსა და ფანტაზიიასაც. გათვალისწინებულია თამაშის.
გაკვეთილი არ უნდა იქცეს რუტინად, ის გამუდმებით უნდა შეიცავდეს გაოცებისა და მოულოდნელობის ელემენტებს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ზემოხსენებული მეთოდი.

გაჩერებების მომზადება და მოწყობა
გაჩერებების მოსამზადებლად საჭიროა დაადგინოთ ჩვენთვის მისაღები ლოგიკური თანმიმდევრობა, დანომროთ ან შესაბამისად მონიშნოთ გაჩერებები.
ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაო?
მოსწავლეებს შეუძლიათ, დავალებები შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან ჯგუფურად, თუმცა უპირატესობა წყვილურ ან ჯგუფურ მუშაობას ენიჭება. ჯგუფის შედგენის პროცესი მასწავლებლის ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს (ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდით), მაგრამ არა ძალდატანებით და ავტორიტარულად.




კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ჰქონდა ყველა რესურსი.
პირველი გაჩერება- კომპიურტერში პროექტორზე ანიმაციური ფილმის ჩვენება დნმ-ის გაორმაგებაზე. (მედიაწიგნიერება)
მეორე გაჩერება-  სახელმძღვანელოში საკითხავი მასალის გაგება გააზრება მუქი ასოებით აღნიშნულ ტერმინებზე ყურადთების გამახვილება. (წერა, კითხვ, აზროვნება, )
მესამე გაჩერება - მასწავლებელთან გაუგებარი მასალის გარკვევა და პირიქით მასწავლებლის მიერ შეკითხვებითა და მინი ლექციით გარკვევა როგორ გაიგეს ახალი მასალა.
მეოთხე გაჩერება  წინასწარ გამზადებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, (წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალი მასალის გაგების პროგნოზი)
პრეზენტაციისათვის მომზადება-ორმა   ჯგუფებმა გააკეთონ ფერადი  ქაღალდებით დნმ-ის რეპლიკაციის მოდელი. ხოლო ორმა ჯგუფმა გააკეთოს ფერადი ფანქრებით ჩანახატის გაკეთება რეპლიკაციის -  მინიშნებებითა და აღნიშვნებით. ჯგუფებს შორის გამოცხადდა კონკურსი და გამრჯვებულ ჯგუფი დავაჯილდოეთ მხურვალე ტაშით.
გაკვეთილის ბოლოს  ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა მოხდა, შესწავლილი  მასალის  შეფასება შესაბამისი კითხვებით  და გამსვლელი კითვებით და საშინაო დავალების მიცემა:    
მოვახდინე მოსწავლეთა დირფერენცირებული  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
დრო წინასწარ მქონდა გათვლილი, დროში ჩავეტიე, გეგმით რაც მქონდა განსაზღვრული შედეგზე გავედი, მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ ახალ მასალასთან დაგავშირებით დასმულ შეკითხვებზე ჰქონდათ ზუსტი და დამაჯერებელი პასუხები, ისწავლეს რამდენიმე ახალი ბიოლოგიური ტერმინიც, რომელსაც პრეზენტაციის გაკეთების, და კითხვებზე პასუხების გაცემის დროს იყენებდნენ.






















Комментариев нет:

Отправить комментарий