понедельник, 28 октября 2019 г.

მადონა ჯორბენაძის პედაგოგიური კვლევა




დაბა ხულოს  საჯარო სკოლა
ბიოლოგიის მასწავლებელი  მადონა ჯორბენაძე



გააზრებული კითხვით სწავლების  ხერხების დაუფლება- გაუმჯობესება
საბუნებისმეტყველო საგნის ბიოლოგიის სწავლებაში






ხულო, 2018-2019






სარჩევი
                                                                                                              გვერდი
შესავალი --------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურის  მიმოხილვა ----------------------------------------------------4
პრობლემა და საკვლევი საკითხი-----------------------------------------------8
პრობლემის შერჩევა--------------------------------------------------------------9
მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------10
კვლევის გეგმა --------------------------------------------------------------------11
მონაცემთა ანალიზი -------------------------------------------------------------13
კვლევის მიგნებები --------------------------------------------------------------16
ინტერვენციები ------------------------------------------------------------------18
შესაძლო ინტერვენციები     ----------------------------------------------------18
განხორციელებული ინტერვენციები----------------------------------------- 19
ინტერვენციის შეფასება  -------------------------------------------------------22
  რეკომენდაციები ----------------------------------------------------------------24
 თვითკრიტიკა--------------------------------------------------------------------25
დასკვნა----------------------------------------------------------------------------26
 გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------- 27
დანართები: -----------------------------------------------------------------------28
 დანართი 1-----------------------------------------------------------------28
            დანართი 2-----------------------------------------------------------------28
             დანართი 3 ----------------------------------------------------------------29

                       
შესავალი
       ტერმინიპრაქტიკის კვლევაეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციოფსიქოლოგს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდაუფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“. იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს
პრაქტიკის კვლევის ჩატარება საგანამანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებული თანამშრომელს შეუძლია. მთავარია, იგი საკუთარი/ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმოს და განხორციელდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკული კვლევა კოლაბორაციული  პროცესია და გავლენას მხოლოდ ინდივიდზე კი არა, ჯგუფის წევრთა მოსაზრებებსა და მოქმედებებზეც ახდენს. კვლევის ყველა მონაწილე თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას კვლევის ყველაზე დემოკრატიულ მეთოდს.
პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო საშუალება იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარ მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს  შედეგი
    პრაქტიკული კვლევა მასწავლებელს ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში კვლევით სამუშაოებს გარკვეული კრედიტები ენიჭება.
      წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს  დაბა ხულოს  საჯარო სკოლაში 10-11 კლასების  ბიოლოგიის  მასწავლებლის მადონა ჯორბენაძის  მიერ განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
  ცნობილია, რომ ბიოლოგიის სწავლისას საკმაოდ  დიდი მოცულობისა და სირთულის ტექსტების   წაკითხულის გაგება - გააზრებას  კარგად განვითარებული ხერხები და მიდგომები სჭირდება, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარები განვითარებული, რათა მან შეძლოს რთული და ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის  გაგება და გააზრება, მოსწავლეთა უმრავლესობას  შეუძლია  ტექსტიდან მხოლოდ   სიტყვების სწორად ამოკითხვა,   მაგრამ გაგება - გააზრება  უკვე პრობლემას ქმნის.
     სწორედ  ამ უკანასკნელი  პრობლემის შესახებ არის საუბარი  კვლევის ანგარიშში. ნაშრომის ფარგლებში წარმოდგენილი პრაქტიკული კვლევის მიზანია, დაიგეგმოს და განხორციელდეს ინტერვენციები,  რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს  რთული და ბიოლოგიური  ტერმინებით დატვირთული  ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გადაჭრაში,  გააზრებული კითხვით სწავლების  ხერხების დაუფლებით კი მოსწავლეები უფრო ხარისხიანად და პროდუქტიულად შეძლებენ   საბუნებისმეტყველო საგნის  ბიოლოგიის სწავლას.

ლიტერატურის  მიმოხილვა
    საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურა მოიცავს ინფორმაციას შემდეგ თემებთან დაკავშირებით: წიგნიერება, კითხვის სწავლება,  წაკითხულის გაზრება, კითხვის სტრატეგიები და მეთოდები.
სწავლა-სწავლება  სახალისოა  მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის  ინტერესებისკენ არის მიმართული. მე როგორც მასწავლებელი, მუდმივად ვფიქრობ  როგორ გავუღვიძო მოსწავლეებს   ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი  იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს. (მაგალითად, როცა ვასწავლი დნმ-ის გაორმაგებას ვეუბნები, რომ ეხლა ამ წუთებში მიმდინარეოს ეს პროცესი მის ორგანიზმში რადგან იზრდება და დნმ-ის გაორმაგებისა და რეპლიკაციის გარეშე უჯრედები ვერ გაიყოფა)ეს უკვე ინტერესს აღვივებს მოსწავლეში ახალი მასალის მიმართ.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ორმაგად სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის  – წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
  პაატა პაპავასა და ნინო ბესელიას მიმოხილულია, თუ რა როლი აკისრია უკანასკნელ წლებში წიგნიერების განვითარების საკითხებს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მთელ მსოფლიოში. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან და დაწყებითი სკოლიდან იწყება კითხვისა და წერის სწავლების პროცესის გამდიდრება სხვადასხვა აქტივობით, ასევე, ასაკის შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და ლიტერატურით. მსოფლიო მასშტაბით ტარდება ეროვნული და საერთაშორისო კვლევები, რაც ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას. ზემოხსენებული ნაშრომი წარმოადგენს საუკეთესო მეთოდურ სახელმძღვანელოს მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელო მასწავლებლებს სთავაზობს კითხვისა და წერის სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს, რომლებიც დაეხმარება მათ საინტერესო და ეფექტიანი გაკვეთილების ჩატარებაში.
     წიგნიერება, როგორც კომპეტენცია, ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. უწიგნურობის დაძლევა კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევადაა გამოცხადებული ათასწლეულის განვითარების მიზნებს შორის. სწორედ წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ტარდება წიგნიერების შეფასების მასშტაბური საერთაშორისო კვლევები, რომლებიც გვიჩვენებენ რეალურ მდგომარეობას და გვეხმარებიან  პრობლემის დასაძლევი გზების ძიებაში.  ნაშრომი კითხვის სწავლების მიდგომებისა და მეთოდების გარდა, კიდევ ორ მნიშვნელოვან შეკითხვაზე გვაძლევს პასუხს: რა არის კითხვა?  ვინ არის კარგი მკითხველი? რასაც აუცილებელად უნდა გაეცნოს ყველა  მასწავლებელი. (ნინო ბესელია, პაატა პაპავა ;  2011 , 6)
         გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ მასალში  (წიგნიერება, PIRLS – 2006 საქართველოში, ია კუტალაძე, 2008) ავტორი მიმოიხილავს და გვაძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს , რომლებიც საწყის ეტაპზე აუცილებელია გაითვალისწინოს მასწავლებლებმა. ავტორი თავის ნაშრომში ეხება კითხვის ისეთ მნიშვნელოვან  კომპონენტს, როგორიცა   კითხვის მოქნილობა.  მოქნილობა გულისხმობს ტექსტის ზუსტად და სწრაფად წაკითხვას. მოქნილობა მეტად მნიშვნელოვანი უნარია, რადგან წარმოადგენს ხიდს სიტყვების -ტერმინების ცნობასა და მათი მნიშვნელობის გაგებას შორის. შესაბამისად, ამ უნარის მქონე მკითხველი ერთდროულად ცნობს სიტყვას და იგებს მის მნიშვნელობას;  ის არ არის კონცენტრირებული სიტყვების დეკოდირებაზე (ასო-ბგერითი მიმართების დადგენაზე) და ამიტომ მისი ყურადღება მიმართულია მნიშვნელობასა და ტექსტში გადმოცემულ აზრებზე;  ასევე, ადვილად ამყარებს აზრობრივ კავშირს ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს შორის. (მოსწავლემ წინადადებები უდა წაიკითხოს გამართულად და ყურადღება მიაქციოს ახალ ტერმინებსა და ტექსტში აღწერილ პროცესზე, ეს კითხვის მოქნილობაა.)
არსებობს კითხვის მოქნილობის გასაუმჯობესებელი ორი სტრატეგია:
1.)    ხმამაღალი განმეორებითი კითხვა :
    მოსწავლეები ტექსტის ნაწილებს ხმამაღლა კითხულობენ და მასწავლებლისგან მკაფიო უკუკავშირს იღებენ;
2.)    ჩუმი კითხვა, კითხვათავისთვის“: 
მოსწავლეები ჩუმად და დამოუკიდებლად კითხულობენ.
კითხვის მოქნილობის გაუმჯობესება პირველ რიგში შესაძლებელია მოსწავლეთათვის კარგი კითხვის მაგალითის ჩვენებითაუცილებელია, მასწავლებელმა ტექსტის ნაწყვეტი ან გაკვეთილზე შესასრულებელი დავალება წაუკითხოს კლასს და შემდეგ სთხოვოს მოსწავლეებს, წაიკითხონ იგივე ტექსტი. ბუნებრივია, რამდენჯერმე ერთი და იმავე ტექსტის წაკითხვა მოსაწყენია. შესაბამისად, შეიძლება გაკვეთილზე სხვადასხვა ტიპის სიტუაციის  მოფიქრება.
   ავტორი ნაშრომში ასევე საუბრობს ხმამაღალი განმეორებითი კითხვის მეთოდების შესახებ. კერძოდ, ბავშვი-უფროსის  კითხვა;  გუნდური კითხვა; წყვილში კითხვა; მკითხველთა თეატრი.
    განათლების სპეციალისტი,  თამარ ჯაყელი    წაკითხულის გააზრების შესახებ საინტერესოდ საუბრობს თავის სტატიებში. (გაზეთები: „ახალიგანათლება“, 2008 წელი, 10-16 აპრილი. „დიალოგი“, N7 2008 წელი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ). სტატიიდან ვიგებთ კვლევის შედეგების შესახებ,  რომ მოსწავლეებში  კითხვის უნარის შესამოწმებლად შეირჩა მხატვრული და ინფორმაციული ტექსტები. რამდენადაც ტრადიციულად მხატვრული ტექსტის  კითხვას წამყვანი ადგილი ეჭირა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მოსალოდნელი იყო, რომ მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა იოლად დაძლევდა ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს, მაგრამ კვლევის შედეგებმა სხვა სურათი აჩვენა: მიღწევის ოთხივე დონეზე (საშუალოზე დაბალი, საშუალო, საშუალოზე მაღალი, მაღალი) მოსწავლეებს უჭირთ ტექსტის სიღრმისეული ანალიზი. მაგალითად, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს: მხატვრული ნაწარმოების სათაურის გაგება ნაწარმოების არსის  საფუძველზე; ტექსტში დასმული პრობლემური საკითხის გაანალიზება მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე; პერსონაჟის დახასიათება ტექსტის გააზრებაზე დაყრდნობით;  და სხვ. (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის კვლევები, თბილისი, 2007 ., გვ. 189-215). მოსწავლეთა უმეტესობა ანალიზისა და შეფასების უნარს, ძირითადად, ტექსტის ზედაპირზე მოცემული ინფორმაციისკენ წარმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხატვრულ ტექსტს აღიქვამენ, როგორც მხოლოდ ზედაპირზე მოცემული ინფორმაციის გადმოცემის საშუალებას.
       რაც შეეხება საინფორმაციო ტექსტს, აქაც ანალოგიური მდგომარეობაა. მოსწავლეებს უჭირთ ამოიცნონ, გააანალიზონ ის ინფორმაცია, რომელიც ტექსტის შინაარსიდან გამომდინარეობს, მაგრამ მის ზედაპირზე არ არის მოცემული. მაგალითად, მათთვის პრობლემურია მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის ამოცნობა, შემაჯამებელი აბზაცის გააზრება და სხვა.
             კითხვაში არსებულ პრობლემებს ,ცხადია, არაერთი მიზეზი აქვს. ამ სტატიაში ავტორი საუბრობს ერთ-ერთ მათგანზე. ეს გახლავთ ჩუმი და ხმამაღალი კითხვის ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა. თუ გვსურს, მოსწავლეებს განვუვითაროთ შინაარსის გააზრება-გაანალიზების უნარი, თუ გვსურს კითხვისას ავამოქმედოთ სააზროვნო უნარები, აუცილებელია, რომ შინაარსის გაგებაზე მუშაობისას მოსწავლეებს ჩუმი კითხვის ტექნიკა გამოვაყენებინოთ.  ცხადია, ჩუმი კითხვის ტექნიკის დამკვიდრება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სასწავლო პროცესიდან  ხმამაღალი კითხვის ტექნიკის განდევნას, და პარალელურად ახალი ტერიმნების ჩანაწერის გაკეთება რვეულში ან დაფაზე.  (მაგალითათ გენეტიკური ამოცანის ამოხსნისას ამოცანის კითხვის პარალელურად ამოცანის მოცემულობის ჩაწერა- ეს იგივეა, წაკითხულის გააზრება, მოკლე ჩანაწერების გაკეთება)
     საკითხი სხვაგვარად დგას: აუცილებელია, გვესმოდეს, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ. შესაბამისად, რას ვასწავლით მოსწავლეებს, გააზრებას თუ გააზრებულის გადაცემასთუ გააზრებას ვასწავლითმაშინ ჩუმი კითხვის ტექნიკას უნდა მივმართოთ. თუ გააზრებულის გადაცემას ვასწავლით, მაშინხმამაღალი კითხვისას. ხმამაღალი კითხვა აუცილებელი აქტივობაა, რომელიც ავსებს და ამდიდრებს კითხვის პროცესს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი კითხვასთან, კითხვის სწავლასთან გაიგივება. არ შეიძლება ერთდროულად ვიმუშაოთ კითხვის უნარისა და ხმამაღალი კითხვის უნარის განვითარებაზემნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში არ ავურიოთ ეს ორი ტიპის სწავლება. კლასში მასწავლებელმა უნდა იმუშაოს:
      ან კითხვის უნარის განვითარებაზეასეთ შემთხვევაში, მოსწავლე სწავლობს შინაარსის გააზრებას, მის კონსტრუირებას;
    ან ხმამაღალი კითხვის უნარის განვითარებაზეასეთ შემთხვევაში, მოსწავლე სწავლობს გააზრებული შინაარსის ნათლად გადაცემას სხვისთვის.
  ავტორი ასევე, ეხება  იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას , რომელთა დაუფლებასაც გულისხმობს კითხვა. ეს ქვეუნარებია: შინაარსის ამოცნობა, მხედველობითი აღქმის სისწრაფე, მხედველობითი მეხსიერება; ახალი ტერმინების, უცხო სითყვების ანუ კომბინაციათა  აღქმა-გააზრება-წარმოება; წერილობითი კოდის წინასწარ აღქმა, შინაარსის წინასწარ განჭვრეტა და კონტექსტის გათვალისწინება, ინფორმაციის დამახსოვრება, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული კავშირების ამოცნობამასწავლებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, გადაამოწმოს, ვინ როგორ ეუფლება ამა თუ იმ უნარს, ვის რომელი უნარის გასავითარებლად ესაჭიროება დამატებითი დახმარება. ამდენად, მასწავლებელს ხელთ უნდა ჰქონდეს სავარჯიშოთა მრავალფეროვანი სპექტრი, რომლითაც ის შეძლებს მოსწავლეებს კონკრეტული უნარი გაუვარჯიშოს. სწორედ, ამ უნარების გამომუშავებაზე  მიმართული  სავარჯიშოები  გამოვიყენე  ინტერვენციების    დაგეგმვა-განხორციელების.  რამაც საშუალება მომცა , სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემები რეფლექსიისა და ანალიზის გზით გადამეჭრა.

პრობლემა და საკვლევი  საკითხი
    ამ თავში განხილულია მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა მიერ  დიდი მოცულობის, ახალი  ბიოლოგიური ტერმინებით  დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების საკითხის აქტუალობა, მასთან დაკავშირებული სირთულეები, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანა.
    უკვე დიდი ხანია ვმუშაობ მეათე და მეთერთმეტე კლასების ბიოლოგიის მასწავლებლად. მიუხედავად, მიღწეული  წარმატებებისა  არ ვჩერდები  და  მუდმივად ვფიქრობ, როგორ გავიუმჯობესო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა, რათა ხელი შევუწყო მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს. მუდამ  ძიების პროცესში ვარ , მინდა რომ  ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი იყოს ჩემი  მოსწავლეებისა და კოლეგების წარმატებების საწინდარიც.  საუბარი მქონადა ჩემს კოლეგებთან რომლებიც ასწავლიან იმავე კლასში და შეკითხვაზე თუ როგრ ხდება მოსწავლეების მიერ  ახალი მასალის წაკითხულის გააზრება და მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, აღმოჩნდა, რომ ანალოგიური პრობლემები გვაქვს, უჭირთ ახალი ტერმინების დამახსოვრება და ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას, ამოცანაში გამოყენებული ტერმინების გააზრება,  შესაბამისი მოცემულობების ჩაწერა და გამოყენება.(მაგ. ჰეტეროზიგოტა - Aa,         ჰომოზიგოტა--aa-,  დიჰეტეროზიგოტა - AaBb  და სხვა)

პრობლემის შერჩევა
     პროექტის ფარგლებში საკლასო დაკვირვების დროს ჩატარებული ტესტირების შედეგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა , რომ მოსწავლეთა  დაახლოებით 40 %-ს ჰქონდა საინფორმაციო და რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული  ტექსტების გაგება გაზრების დაბალი დონე. მანამ,  სანამ ტესტირების შედეგების სტატისტიკას გავეცნობოდი ,  ზედაპირულად მაინც იკვეთებოდა პრობლემები, განსაკუთრებით კი საინფორმაციო ტექსტის ანალიზისას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსგავსი პრობლემები ჩემს კოლეგებსაც ჰქონიათ. კოლეგებთან  გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ ახალი მასალის სწავლებისას  რეალურად არსებობდა პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში:  მოსწავლეებს უჭირთ რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული  ტექსტის გაგება-გაგზრება და დასკვნების გამოტანა. ამიტომაც, გადავწყვიტე დამეწყო პრაქტიკული კვლევა იმის შესახებ,  თუ რატომ უჭირდათ ჩემს მოსწავლეებს რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული  ტექსტის გაგება-გააზრება. ვფიქრობდი, რომ  ეს კვლევა საშუალებას მომცემდა დამენახა რეალური პრობლემები, რათა მომავალში დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს მის აღმოფხვრაში. მოსწავლები, კი,  გაიაზრებდნენ ყოველივე ამას, თავად იზრუნებდნენ სიახლეების მისაღებად. ასევე,  პრაქტიკული კვლევის ჩატარება წაადგებოდათ ჩემს კოლეგებსაც, რადგან მსგავსი პრობლემა მათაც ჰქონდათ. და თუკი  ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენასა   და მისი გადაჭრის გზების პოვნას  შევძლებდი, ეს მათთვისაც  სასარგებლო იქნებოდა. 
   ამიტომაც დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევის  წარმოება. კვლევა განვახორციელე  2018-2019  სასწავლო  წლის მეორე სემესტრში.
      შეირჩა სამიზნე ჯგუფი -  მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
   განისაზღვრა კვლევის მიზანი -  მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებში  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა  და  მათი გადაჭრის გზების პოვნა.
    რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
-   რა არის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებში  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გამომწვევი  მიზეზები?
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
1.       მოსწავლეებს რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის  გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები არასაკმარისად აქვთ გამომუშავებული;
     2. კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
      3. ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები;



მეთოდოლოგია
 ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. ასევე, კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია, კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
            როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, ჩვენი კვლევის მთავარი კითხვაა:
-   რა არის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებში  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გამომწვევი  მიზეზები?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
ქვეკითხვები:
·         რამდენად იწვევს ინტერესს მასწავლებლების მიერ მიწოდებული ტესტები მოსწავლეთა ინტერესებს ?
·         ხდებოდა თუ არა მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა?
·         რა უშლით ხელს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში?
·         ყურადღება ეთმობოდა თუ არა  მეცნიერული  ტერმინების სწორ კონტექსტში ხშირად გამოყენების და ინფორმაციული ტექსტების გაგებაგააზრების უნარის შემოწმებას?
·         რა საკითხებზე/კომპეტენციებზე/უნარებზე  უნდა გაამახვილოს ყურადღება მასწავლებელმა მომავალში?
როგორ შეიძლება გადავჭრათ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებში  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გამომწვევი  მიზეზები?
·          ახალი აქამდე უცნობი, ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემები?



კვლევის გეგმა
კვლევის პროცესში  მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე  დაკვირვება, კერძოდ, ჩართული დაკვირვება;  ინტერვიუ;   კითხვარები;   ფოკუსჯგუფი.
დაკვირვება, კერძოდ, ჩართული დაკვირვება
    პრობლემის გადასაჭრელად,  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა დავიწყე ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული დაკვირვების მეთოდის გამოყენებით.  კერძოდ, ჩართული დაკვირვება. დაკვირვების პირველ ეტაპზე   (აღწერითი დაკვირვება) მსურდა გავრკვეულიყავი სიტუაციაში, თუ რა განწყობით მუშაობდნენ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების  და საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის დროს, როგორი იყო მათი ჩართულობა. რაც დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირება. დაკვირვების მეორე ეტაპზე ( ფოკუსირებული დაკვირვება) გამოიკვეთა თუ რა უნარებს ავლენდნენ მოსწავლეები  რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების  და საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის დროს, რა მეთოდებს იყენებდნენ, აკეთებდნენ თუ არა ჩანიშვნებს, მინაწერებს ტექსტზე მუშაობისას. ჩართული დაკვირვების ბოლო ეტაპზე (ჩართული დაკვირვება) ჩემი მიზანი იყო გამერკვია კონკრეტულად, რა ტიპის ტექსტზე(აქმდე უცნობი ახალ-საინფორმაციო  თუ გაკვეთილის ბოლოს მოცემულ დავალებების, ამოცანებზე) უჭირდათ მოსწავლეებს მუშაობა.
  დაკვირვების პერიოდმა გასტანა სამი კვირა. ამ პერიოდში მოსწავლეებთან სამუშაოდ გამოყენებული  მქონდა ჩემს მიერ შედგენილი და ეროვნუი გამოცდების ტესტების მარტივი ვარიანტები, შესწავლილ მასალასთან დაკავშირებული ტესტური დავალებები, როგორც ღია , ასევე დახურულ პასუხებიანი ტიპის, სადაც ახალი ტერმინები გამუქებული ასოებით მქონდა მონიშნული 10 ტესტში ხოლო 10 ტესტშიი არ მქონდა გამოკვეთილი  (სულ 20 ტესტი) ვინიშნავდი დაკვირვების შედეგებს.   ხოლო ტესტირების შედეგების რაოდენობრივ მონაცემებს კი  ქვემოთ წარმოგიდგენთ.



ინტერვიუ
      ინტერვიუ მეათე, მეთერთმეტე და რამდენიმე მეთორმეტე კლაისის მოსწავლეებთან გამოვიყენე როგორც კვლევის დამატებითი მეთოდი მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რათა გამეგო მოსწავლეთა დამოკიდებულება   რთული - ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების  და საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის დროს ტექსტების მიმართ. დავიწყე კითხვების ჩამოყალიბება.რამდენად აკმაყოფილებდა მასწავლებლების მიერ მიწოდებული ტექსტები მოსწავლეთა ინტერესებს?  ასევე, გამერკვია,  რა ტიპის ტექსტებზე მუშაობა უადვილდებოდათ, რა იყო მათთვის რთული?  რა უშლიდათ ხელს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში? (დანართი 1)
      მოსწავლეებს ავუხსენი ინტერვიუს მიზანი. ინტერვიუს პირველი წუთიდანვე დიდი ნდობა და გულწრფელობა მოვიპოვე. რა თქმა უნდა,მოსწავლეებს ვაგრძნობინე, რომ მათ აზრს პატივს ვცემდი.   დავუსვი თავდაპირველად  ღია კითხვები, რათა თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი აზრები. მართალია, კითხვები წინასწარ მქონდა მომზადებული , მაგრამ სიტუაციამ ახალი კითხვებიც მიკარნახა. მოსწავლეებიც გულწრფელად მპასუხობდნენ. ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა,არ გამომიხატავს და არც მანიპულაციური შეკითხვები დამისვამს მათთვის. მართალია, ზოგიერთ რამეში მათ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მათი ყველა აზრი ჩემთვის მისაღები იყო .
    ფოკუსჯგუფი საბუნებისმეტველო საგნის მათე და მეთერთმეტე კლასების მასწავლებლებთან.  (ძირითათად ბიოლოგიის)
   რადგანაც ფოკუსჯგუფის დროს აზრთა გაცვლის პროცესში, რესპოდენტები უკეთ ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას პრობლემისადმი, გადავწყვიტე ჩამეტარებინა მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი.  ფოკუსჯგუფის თემა იყო ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლის დროსაც პედაგოგები საუბრობდნენ , თუ როგორ ატარებდნენ სხვადასხვა ტიპის ტესტებზე მუშაობას და რა ძირითადი პრობლემები არსებობდა  ტესტირების პროცესში. ფოკუსჯგუფში მონაწილეობას ღებულობდა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი ჩვენი სკოლიდან და მეზობელი სკოლდან ჩემი კოლეგებიც რამდენიმე მასწავლებელი. წინასწარ მომზადდა დისკუსიის გეგმა,  (დანართი2. )   ფოკუსჯგუფმა საშულება მომცა თვალი მედევნებინა მასწავლებელთა აზრების ჩამოყალიბების პროცესისათვის. მასწავლებელთა უმეტესობა განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩეოდა. ყველა მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა თავიანთი აზრები და შეხედულებები გამოეთქვათ თავისუფლად და თამამად.  გამოიკვეთა კითხვის გაგება-გააზრების ახალი სტრატეგიები და მეთოდები, რაც ჩემთვის ნამდვილად უცხო იყო. სტრატეგიების შერჩევის დროს გავითვალისწინეთ  მოსწავლეთა ტიპური შეცდომები და სირთულეები. გარდა ამისა, ფოკუსჯგუფის შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ სასარგებლო მასალა მომაწოდა გამოკითხვისათვის.
            ითხვარის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოსაზრებები ყოფილიყო ცნობილი ტექსტის გაგება-გააზრებათან დაკავშირებით. ამიტომაც,  მოსწავლეებმა შეავსეს  წინასწარ მომზადებული კითხვარი.  ( დანართი 3 ) ამით შევძელი ინფორმაციის შეგროვება
Ø  რატომ უჭირდათ ტექსტის გააზრება?
Ø  რა იყო მათი ძლიერი და სუსტი მხარე?
Ø  რა ტიპის ტექსტზე  უადვილდებოდათ მუშაობა?
Ø  რა ტიპის ტექსტებზე უჭირდათ  მუშაობა?
Ø  ტექსტის გააზრებისას  რა სტრატეგიებს იყენებდნენ?
    გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ  მათ არ იცოდნენ   ტექსტის გააზრების სტრატეგიების შესახებ; არ იყებებდნენ ჩანაწერებს, მინიშნებებს; ახალი ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთული ტექსტის გააზრება მათთვის უფრო რთული იყო, ვიდრე საინფორმაციო ტექსტისა; მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენდა ტექსტში ფაქტობრივინფორმაციის ამოცნობას, თუ ახალი ტერმინები მუქი ასოებით იყო წარმოდგენილი ,ხოლო სუსტ მხარედ  ასახელებდნენ ტექსტში   ადრე ნასწავლი და თითქმის მივიწყებული, დაფარული სახით არსებულინფორმაცი  გააზრებას.



მონაცემთა  ანალიზი
   როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევა მიმდინარეობდა სხვადასხვა მიმართულებით და შევეცადე  შეფასების პროცესთან დაკავშირებული  ყველა  მხარის მოსაზრება გამეგო (მოსწავლე, მასწავლებელი) . ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.  
   მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად იცნობდნენ მასწავლებლები ტექსტის გაგება-გააზრების ეფექტიან სტრატეგიებსა და მეთოდებს, რამდენად იყენებდნენ მათ პრაქტიკულ საქმიანობაში,  სირთულეების გადასაჭრელად საშუალება მომცა გამეთვალისწინებინა მათი რჩევები და მოსაზრებები.
   ჩართულმა დაკვირვებამ, რომლის მიზანი იყო დადგენილიყო თუ რა ტიპის ტექსტზე( ახალი მასალის, ახალი ტერმინებით- საინფორმაციო და  ამოცანების, რომელშიც იყო ახალი ტერმინები) უჭირდათ მოსწავლეებს მუშაობა, გამოავლინა,  რომ მათთვის პრობლემა იყო  ახალი ტერმინებით დატვირთული ახალი მასალის ტექსტის გააზრება. მოსწავლეები იაზრებენ ტექსტში მოცემულ ექსპლიციტურ(მდედრი, მამრი), ფაქტობრივ ინფორმაციას, მაგრამ უჭირთ იმპლიციტურ(დომინანტი, რეცესიული, ჰომოზიგოტა, ჰეტეროზიგოტა), ტექსტში დაფარული სახით არსებულინფორმაცი  გააზრება.
     მოსწავლეებთან ჩატარებულმა ინტერვიუმ საშუალება მომცა, მეფიქრა იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებიც გამოვიყენე ინტერვენციის დროს.

   რაოდენობრივი მონაცემების წარმოდგენა
   როგორც  ზემოთ აღვნიშნე კვლევის  საწყის  ეტაპზე, მოსწავლეები 3 კვირის მანძილზე მუშაობდნენ ახალი მასალისა და ახალი ტერმინებით- საინფორმაციო თუ ამოცანების) ტექსტების გაგება -გააზრება, შესრულებაზე.
ახალი მასალის, ახალი ტერმინებით- საინფორმაციო და  ამოცანების, ტექსტის მაქსიმალური ქულა იყო 10. საბოლოო
ჯამში, 22 მოსწავლიდან 12  მოსწავლემ   ჯამში  68% -ით შეასრულა დავალებები,  6 მოსწავლემ 23  %, ხოლო 4  მოსწავლემ  8%.
    დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩატარებული შეფასების მიზანი იყო   სწავლების პროცესისათვის გეზის მიცემა  და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო , რომ დახურული და ღია კითხვებიდან ისეთი სახის ინფორმაცია მიმეღო, რაც სწავლაში ბავშვის საჭიროებების გარკვევის საშუალებას მოგვცემდა. მოსწავლეთა მზაობის შეფასების და პროგრესის მონიტორინგის მიზნით  ტექსტის აქტიური გამოყენება დავიწყე მეორე სემესტრის დასაწყისში ,ხოლო წლის ბოლოს ინტერვენციის შესაფასებლად  ჩატარდა  განმეორებითი დიაგნოსტიკური ტესტირება.
                 

კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  მოსწავლეებს უფრო  უძნელდებათ ახალი მასალის ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთულ ტექსტებზე მუშაობა, ვიდრე საინფორმაციო ტექსტზე;
Ø  მოსწავლეები ტექსტზე მუშაობისას ნაკლებად აკეთებდნენ ჩანიშვნებს, არ იყენებდნენ ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ  აქტივობებს;
Ø  მოსწავლეებს უჭირთ ახალი მასალის ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთულ ტექსტის გააზრებაზე მუშაობა, ისინი იაზრებენ ტექსტში მოცემულ ექსპლიციტურ, ფაქტობრივ ინფორმაციას, მაგრამ უჭირთ იმპლიციტურ, ტექსტში დაფარული სახით არსებულინფორმაცი  გააზრება;
Ø  აუცილებელია,მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების უნარებზე მიმართული  კონკრეტული აქტივობებისა და სავარჯიშოების გამოყენება.

მოსწავლეებს უფრო  უადვილდებათ საინფორმაციო  ტექსტებზე მუშაობა, ვიდრე ახალი მასალის ბიოლოგიური ტერმინებით დატვირთულ ტექსტზე მუშაობა
მოსწავლეები ტექსტზე მუშაობისას ნაკლებად აკეთებდნენ ჩანიშვნებს, არ იყენებდნენ ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ აქტივობებს- გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ  მათ ნაკლებად  იცოდნენ   ტექსტის გააზრების სტრატეგიების შესახებ; არ იყებებდნენ ჩანაწერებს, მინიშნებებს; ინფორმაციული ტექსტის გააზრება მათთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე ახალი ტერმინებით დატვირთული ამოცანის ან  ტექსტისა; მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენდა ტექსტში ფაქტობრივინფორმაციის ამოცნობა, ხოლო სუსტ მხარედ  ასახელებდნენ ტექსტში დაფარული სახით არსებულინფორმაცი  გააზრებას, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა წინარე ცოდნას და ტერმინების ზედმიწევით ზუსტად  განმარტებასა და ცოდნას.

აუცილებელია, მოსწავლეებთან  ტექსტის გაგება-გააზრების უნარებზე მიმართული  კონკრეტულ აქტივობებისა და სავარჯიშოების გამოყენება-კვლევის პროცესში, მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ პირველი,  გამოკვეთილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები  და  მეორე, ემსჯელათ და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, თუ  რას ფიქრობდნენ ისინი ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ. გაირკვა, რომ  მასწავლებლები იშვიათად სთავაზობდნენ  მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს უკეთესი შედეგების მისაღწევად;  არ იყო მათთვის  საკმარისი მასწავლებლების მხრიდან გაწეული დახმარება და  რომ აუცილებელია,  მოსწავლეებს გავაცნოთ და ვავარჯიშოთ ახალი ტიპის სავარჯიშოებზე, რასაც ადრე არ ვიყენებდით, რაც,  სავარაუდოდ, დაეხმარებოდა მათ  ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში  ანუ უნდა ვავარჯიშოთ ბიოლოგიური ტერმინების უკეთ დამახსოვრებაში  და საჭირო დროს  მაგ. ამოცანის გამოყვანის ან პასუხის გაცემის დროს ყოველთვის ბიოლოგიური და შესაბამისი ტერმინებით ავღწეროთ პროცესი თუ მოვლენა, აგებულება და ფუნქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ წინადადების  30% უნდა დაუთმოს ტერმინების გამოყენებას.

ინტერვენცია
         შესაძლო ინტერვენციები
   როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს კითხვის,  ტერმინების გააზრების წარმატებულ სწავლებას, გახლავთ  იმ  მისასვლელი გზის ეტაპორივად დაგეგმვა და განხორციელება , რომელიც  გაითვალისწინებს  მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და  ინტერესებს. ყოველი მოსწავლის წინსვლას რომ შეუწყოს ხელი, აუცილებელია, მასწავლებელმა თითოეულ მათგანს დაძლევადი  იზნები დაუსახოს და შესაბამისად, დაძლევადი ამოცანები შესთავაზოს. მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამდენად, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეიმუშავოს ისეთი აქტივობები და მეთოდები , რომლები დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა შეფასებასა და კითხვის, ტერმინების გააზრებისა და შესაბამისი ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში, რათა მოსწავლეებს სირთულეების ეტაპობრივად დაძლევის საშუალება მისცეს.
     გარდა ამისა,  გასათვალისწინებელია ყველა ის უნარი, რომელთა დაუფლებასაც გულისხმობს კითხვისა და გააზრების  უნარ-ჩვევა. მაგალითად, შინაარსის ამოცნობა, მხედველობითი აღქმის სიწრაფე, მხედველობითი მეხსიერება;   წერილობითი კოდის წინასწარ აღქმა, შინაარსის წინასწარ განჭვრეტა და კონტექსტის გათვალისწინება, ინფორმაციის დამახსოვრება, ტექსტის ნაწილებსა და ტერმინებს შორის არსებული კავშირების ამოცნობამასწავლებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, გადაამოწმოს, ვინ როგორ ეუფლება ამა თუ იმ უნარს, ვის რომელი უნარის გასავითარებლად ესაჭიროება დამატებითი დახმარება. ამდენად, მასწავლებელს ხელთ უნდა ჰქონდეს სავარჯიშოთა მრავალფეროვანი სპექტრი, რომლითაც ის შეძლებს მოსწავლეებს კონკრეტული უნარი გაუვარჯიშოს.
   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე  კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისდა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე  ვარიანტი. მეორე სემესტრის დასრულებამდე მოსწავლეებთან უნდა მემუშავა კონკრეტული  სავარჯიშოებების გამოყენებით,  რომლებიც  მიმართული იყო იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რაც მათ უდავოდ სჭირდებოდათ  ტექსტის გაგება- გააზრებისათვის. ამ ტიპის  სავარჯიშოები დავაჯგუფე  კონკრეტული უნარების გათვალისწინებით. კერძოდ,
ü  ამოცნობაზე  მიმართული სავარჯიშოები;
ü  სავარჯიშოები თვალის გასავარჯიშებლად;
ü  სავარჯიშოები ინფორმაციის დამახსოვრებაზე; 
ü  სავარჯიშოები ტერმინებისა და აბზაცების კომბინაციათა აღქმა-წარმოებაზე;
ü  სავარჯიშოები წინასწარ განჭვრეტის უნარის გასავითარებლად.

განხორციელებული ინტერვენციები
    ზემოთ განხილული კითხვის უნარების გამომუშავებაზე მიმართული სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ გამოვიყენე რამდენიმე მათგანი.  გადაწყდა, რომ  სამი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს უნდა ემუშავათ აღნიშნულ სავარჯიშოებზე. ხოლო, სემესტრის ბოლოს ჩატარდებოდა დიაგნოსტიკური ტესტირება, რომელიც მომცემდა საშუალებას დამედგინა, რამდენად გაამართლა განხორციელებულმა ინტერვენციებმა. თუ, ტექსტის გაგება-გააზრების  მხრივ, მოსწავლეთა  შედეგები  გაუმჯობესდებოდა, მაშინ ვიტყოდი,  რომ ფუჭად არ ჩაუვლია შრომას  და  ბუნებრივია, უკვე შეგვეძლო  სხვებისთვისაც მიგვეცა რჩევები და რეკომენდაციები. ქვემოთ  გთავაზობთ კონკრეტული  სავარჯიშოების ჩამონათვალს,  რომლებიც მოსწავლეებთან  შეთანხმებით ავირჩიეთ .
                             ამოცნობაზე   მიმართული  სავარჯიშოები:
- კითხვის ერთი მონაკვეთის დასრულებისას შეიძლება ასეთი თამაში შევთავაზოთმოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ისინი არიან მაძიებლები და შინაარსზე დაყრდნობით უნდიპოვონ ზოგიერთი სიტყვა  იპოვე ამა და ამ გვერდზე ტერმინი, რომელიც აღიშნავს ამას და ამას და გვჭირდება ახალი მასალის ასახსნელად. დაიმახსოვროს ან ჩაიწეროს რვეუში განმარტებით, პარალელურად იწერება დაფაზე სახელმძღვანელოს გვერდისა და აბზაცის მითითებით ყველა მოსწავლის ყურადღების გასამახვილებლად და გასამეორებლად.
- მოსწავლეებს ურიგდებათ შესწავლილი ტექსტის ქსეროასლი. მათ ხაზი უნდა გაუსვან ერთი სემანტიკური ველის მქონე სიტყვებს( უჯრედი. დნმ, ბირთვი,  რეპლიკაცია) პირობახაზი გაუსვით ბიოლოგიურ  ტერმინებს, შესაბამისი პროცესების, მოვლების აღმნიშვნელ სიტყვებს.
- მასწავლებელი აჩვენებს თვალსაჩინოებას რომელიც  ეესაბამება წაკითხული ტექსტის შინაარსს; დაფაზე წერს ახალ ტერმინებს პირობა: ახალი ტექსტის წაკითხვის შემდეგ აღწერე თვალსაჩინოებაზე წარმოდგენილი პროცესი, მოვლენა, ყურადღება გაამახვილოს ტერმინების სწორ კონტექსტში გამოყენებას.
- მასწავლებელი წაკითხული ტექსტიდან აძლევს უფლებას მოსწავლეებს წაიკითხონ ხელმეორედ ის მონაკვეთი რომელიც აღწერს კონკრეტულ თვალსაჩინოებას- ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ რესურსიც, ანიმაციური ფილმი. (მაგ მიტოზი, მეიოზი და ასე შ.) უმეტეს შემთხვევაში მე ვიყენებდი თვალსაჩინოებასა და ინტერნეტ რესურს ერთდროულად, მოსწავლეებს ჰქონდათ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ახალი ტერმინების გამოყენებით აღეწერატ თვალსაჩინოებაც და ინტერნეტ რესურსის მოვლენაც.
                           სავარჯიშოები  თვალისა და  მეხსიერების   გასავარჯიშებლად :
მასწავლებელი დაფაზე წერს ახალ ტერმინებს, ან ნაცნობ ადრე ნასწავ ტერმინებს და მოსწავლეები ამ ტერმინების ირგვლივ საუბრობენ ამომწურავად. ამ სავარჯიშოს ძირითადად ვიყენებდი შემაჯამებელი წერის წინა გაკვეთილზე გასული მასალის გასამეორებლად, რა თქმა უნადა მოსწავლეები ფასდემოდნენ და  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ტერმინზე ისაუბრებდა ამომწურავად და სრულად.

                       სავარჯიშოები  ინფორმაციის  დამახსოვრებაზე :
და   სავარჯიშოები  წინასწარ  განჭვრეტის  უნარის  გასავითარებლად:

ტექსტის მთლიანობაში აღქმა-გაგებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერება. ამდენად, საჭიროა დამახსოვრების უნარის გავარჯიშებაც. გამოვიენე შემდეგი სახის დავალებები:
waikiTxeT teqsti da TiToeul თავისუფალ ადგილს ...... mouZebneT azrobrivad Sesabamisi termini. variantebi SearCieT qvemoT mocemuli CamonaTvalidan da ჩაწერეთ შესაბამის ადგილას. 

organuli nivTierebebis damSleli fermentebi sinTezdeba ....................... Semdeg endoplazmuri badis arxebis gavliT transportirdeba ........................ . da sabolood grovdeba ................... .

1.   lizosomebSi 2. goljis kompleqsSi 3. mitoqondriebSi 4. ribosomebze 5.  birTvSi 6. vakuolSi   
მსგავსი  სავარჯიშოებით სრული ინფორმაციის დამახსოვრება ხდება და ტერმინების ცოდნის განმტკიცებაც.



      ინტერვენციის შეფასება
      ჩემი შეფასების მიზანი იყო გამეგო :
·         რამდენად დააკმაყოფილა  მასწავლებლის მიერ მიწოდებულმა სავარჯიშოებმა მოსწავლეთა ინტერესები ?
·         რამდენად დადგინდა  მოსწავლეთა  საჭიროებები?
·         შევძელი  თუ არა მოსწავლეებში  თხრობითი და ინფორმაციული ტექსტების გაგებაგააზრების  უნარის  შემოწმება?
·         რამდენად დაეხმარა მოსწავლეებს  შერჩეული აქტივობები ტექსტის გაგება-გაზრების უნარების გამომუშავებაში ?
  ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუები  მოსწავლეებთან, რადგანაც სწორედ ისინი მონაწილეობდნენ ცვლილებების დაგეგმვაში და განხორციელებაში. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლის მიერ მიწოდებულმა და ერთობლივად შერჩეულმა  სავარჯიშოებმა  სრულიად დააკმაყოფილა მათი ინტერესები.  ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში და დიდი ხალისით აკეთებდნენ აღნიშნულ  სავარჯიშოებს. მათ შეძლეს განესაზღვრათ  კონკრეტულად  რა უნარების გამოყენებით  გაუმჯობესდა მათი შედეგები, რომ ისინი სავარაუდოდ შეძლებდნენ ტექსტიდან დასკვნების გამოტანას, ტექსტში გაბნეული მნიშვნელოვანი დეტალების ამოღებას, ტექსტის დანიშნულების განსაზღვრას, ვარაუდებისა და ფაქტების გამიჯვნას,  ტექსტის მონაკვეთებს შორის ლოგიკური კავშირის დანახვას და სხვა.
   ასევე,  წინასწარ  განსაზღვრული  ვადის დასრულების შემდეგ, სემესტრის ბოლოს, განმეორებით ჩავატარე ტესტირება, რათა გამეგო რამდენად გაუმჯობესდა მოსწავლეების ცოდნა და უნარები მოცემულ პერიოდში.    ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვენციის შემდეგ ჩატარებული ტესტირებების  შედეგების  სტატისტიკას,  კლასის თითოეული მოსწავლისათვის.
ახალი მასალის, ახალი ტერმინებით დატვირთული ტექსტების წაკითხულის გაგება-გააზრება  ჯამური პროცენტული მაჩვენებელი, თითოეული მოსწავლისათვის  ახალი მასალის, ახალი ტერმინებით დატვირთული ტექსტების წაკითხულის გაგება-გააზრებ-ს მაქსიმალური ქულა იყო  6. საბოლოო ჯამში, 22 მოსწავლიდან  12  მოსწავლემ   ჯამში  75 % -ით შეასრულა დავალებები,  6 მოსწავლემ 27  %, ხოლო 4  მოსწავლემ 11 %.



                                   რეკომენდაციები
1.      აუცილებელია,მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების უნარებზე მიმართული  კონკრეტული აქტივობებისა და სავარჯიშოებების გამოყენება;    
     კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირველი,  გამოკვეთილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები  და  მეორე, ემსჯელათ და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, თუ  რას ფიქრობდნენ ისინი ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ. გაირკვა, რომ  მასწავლებლები იშვიათად სთავაზობდნენ  მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს უკეთესი შედეგების მისაღწევად;  არ იყო მათთვის  საკმარისი მასწავლებლების მხრიდან გაწეული დახმარება და  რომ აუცილებელია,  მოსწავლეებს გავაცნოთ და ვავარჯიშოთ ახალი ტიპის სავარჯიშოებზე,  რასაც ადრე არ ვიყენებდით,  რომელიც  სავარაუდოდ, დაეხმარებოდათ მათ  ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში. ტექსტის გაგება-გააზრების  მხრივ, მოსწავლეთა  შედეგები მართლაც   გაუმჯობესდებოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია  მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების უნარებზე მიმართული  კონკრეტულ    აქტივობებისა და სავარჯიშოებების გამოყენება.
2.          საჭიროა  მოსწავლეთა ტექსტების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების მიზნით  რეკომენდაციების  მიცემა;
      დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩატარებული შეფასების მიზანი იყო   სწავლების პროცესისათვის გეზის მიცემა  და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო , რომ დახურული და ღია კითხვებიდან ისეთი სახის ინფორმაცია მიმეღო, რაც სწავლაში ბავშვის საჭიროებების გარკვევის საშუალებას მოგვცემდა. მოსწავლეთა მზაობის შეფასების და პროგრესის მონიტორინგის მიზნით  ტექსტის აქტიური გამოყენება დავიწყე მეორე სემესტრის დასაწყისში , ხოლო წლის  ბოლოს ინტერვენციის შესაფასებლად  ჩატარდა  განმეორებითი  დიაგნოსტიკური ტესტირება.
3.       საჭიროა მასწავლებელთა  თანამშრომლობის გაღრმავება როგორც საკუთარი, ისე კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
      კვლევის დასაწყისში, მასწავლებლებთან  ჩატარებული  ფოკუსჯგუფის  შედეგად  გამოიკვეთა კითხვის გაგება-გააზრების ახალი სტრატეგიები და მეთოდები.  სტრატეგიების შერჩევის დროს გავითვალისწინეთ როგორც მოსწავლეთა ტიპური შეცდომები და სირთულეები, ასევე ცალკეულ მოსწავლეებსა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები. გარდა ამისა,  ფოკუსჯგუფის შედეგად მიღებულმა ინფორმაციებმა სასარგებლო მასალა მომაწოდა გამოკითხვის კითხვარის შესადგენად. რომ არა ჩვენი თანამშრომლობა, შესაძლოა მოსწავლეთა  ასეთი შედეგებიც არ მიგვეღო.
თვითკრიტიკა
   როგორც წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები ცხადყოფს, ,,მშობლები არიან ბავშვების პირველი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის მასწავლებლები. პედაგოგებმა მშობლებს უნდა მიაწოდონ რეკომენდაციები და მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ბავშვის კითხვის უნარის ხელშესაწყობად.“ ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, კვლევის პროცესში მშობელთა ჩართულობაც. კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდების გარდა, შესაძლებელი იყო ინტერვიუს/ ფოკუსჯგუფის/გამოკითხვის ჩატარება მშობლებთანაც. რაც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.  მომავალში, ახალი კვლევის დაგეგმვის შემთხვევაში,  აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვასწორებ ამ ხარვეზს.

დასკვნა
    ჩემს  მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში  რთული ტექსტის, ახალი მასალის- ტერმინებით დატვირთული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა  და  მათი გადაჭრის გზების პოვნა. კვლევა გაგრძელდა ოთხი  თვე.  კვლევის მეთოდებისა და დიაგნოსტიკური  ტესტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე განვახორციელე ინტერვენცია,  რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეებს შევთავაზე გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული მრავალფეროვანი აქტივობები.
ბიოლოგიის საწვლებისას რთული ტერმინებით დატვირთული ახალი მასალის ათვისებისას  კლასში ჩატარებული  პრაქტიკის კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრების  პრობლემების მიზეზებია:
ü  მოსწავლეებს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები არასაკმარისად აქვთ გამომუშავებული;
ü  კითხვის ეფექტურისტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
ü  ინფორმაციის გადამუშავების  პრობლემები;

     დავრწმუნდი, რომ სისტემატური ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია სააზროვნო უნარების განვითარება, რომელიც დაეხმარება  მოსწავლეებს ახალი ტერმინების დამახსოვრებაში და  ტექსტის გაგება-გააზრებაში.  კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც გავაცანი ჩემს კოლეგებს. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოყენება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვთ და მისი გამომწვევი მიზეზებიც მსგავსია.
mecnierebi dResac davoben imis Sesaxeb, niSnavs Tu ara sityvis-ტერმინის mniSvnelobis gageba amave sityviT-ტერმინით gadmocemuli cnebis gaazrebas. bunebrivia, verc Cven daviwyebT imis mtkicebas, rom leqsikis gageba niSnavs am leqsikiT gadmocemuli cnebis konceptualuri wvdomas, magram cxadia, rom ZiriTadi leqsikuri wignierebaა, rom moswavlem gaigos da gaiazros ucnobi an rTuli cnebebi, romlebTan Sexebac maT aucileblad mouwevT sxvadasxva sagnis Seswvlisas. SegviZlia davasaxeloT ramdenime efeqturi midgoma am miznis misaRwevad: akademiuri leqsikis saswavleblad maswavlebelma unda gamoiyenos dargobrivi teqstebi, romlebSic gvxvdeba am konkretuli teqstis gasagebad arsebiTi specialuri terminologia. magaliTad,  ბიოლოგიური ტერმინი sityva „regeneracia“ naklebad gvxvdeba yoveldRiur cxovrebaSi da, Sesabamisad, mis codnas CvenTvis ar unda hqondes gansakuTrebuli mniSvneloba, magram zogierTi cocxali organizmis gansakuTrebuli unaris - sxeulisa (cxovelebis SemTxvevaSi) da vegetatiuri nawilebis (mcenareebis SemTxvevaSi) aRdgenis unaris Sesaxeb teqstis Sesaswavlad am sityvis codnas gadamwyveti mniSvneloba eniWeba.ra Tqma unda, biologs gacilebiT farTod da amomwuravad esmis am cnebis mniSvneloba, vidre skolis moswavles. zogadad, dargobrivi leqsikis Rrmad da safuZvlianad gasagebad, ra Tqma unda, sasurvelia, rom moswavleebs mieceT saSualeba, erTi da igive sityva (termini) ramdenejerme da sxvadasxva konteqstSi waikiTxon. sasurvelia, rom maswavlebelma winaswar Seafasos, ician Tu ara moswavleebma dargobrivi teqstis wasakiTxad saWiro sityvebis mniSvneloba da gansazRvros, raSi sWirdebaT maT daxmareba. amisaTvis man unda daadginos: a) SeuZliaT Tu ara moswavleebs konkretuli sityvis ganmarteba; b) SeuZliaT Tu ara maT am sityvis gamoyeneba winadadebaSi; g) SeuZliaT Tu ara am sityvis sinonimis an/da antonimis dasaxeleba.  maswavlebels SeuZlia aseve gamoiyenos leqsikis pirdapiri swavlebis meTodi da kiTxvis dawyebamde mokled ganumartos maT teqstis gasagebad aucilebeli sityvebi, moiyvanos Sesabamisi magaliTebi, Seqmnas semantikuri ruka, romelSic mocemuli iqneba Sesaswavl sityvasTan Sinaarsobrivad dakavSirebuli sityvebi. iTvleba, rom ZiriTadi pirdapiri (eqsplicituri) swavleba xels uwyobs moswavleTa leqsikuri maragis gamdidrebas da, Sesabamisad, wakiTxulis gaazrebas. am meTodis gamoyeneba gamorCeulad efeqturia gansakuTrebuli SesaZleblobebis mqone moswavleebTan.
და ბოლოს, რომ როგორც ვხედავთ, პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური პერსონალის და საგანამანათლებლო სფეროში დასაქმებული, საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ადამიანების მიერ ჩატარებულ კვლევას. იგი ერთ-ერთი აქტივობაა, რომლის განხორციელებაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაში დაგეხმარება. ამას გარდა, პრაქტიკის კვლევა კოლაბორაციულია და მისი შედეგები აისახება, როგორც ინდივიდის, ასევე ორგანიზაციის/კვლევითი ჯგუფის განვითარების დონეზე. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩატარებული კვლევის ანგარიშის დაწერა, და თუ როგორ შევძელი ეს თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო. J




გამოყენებული ლიტერატურა
პრაქტიკული კვლევა სკოლაში: ზოგადი მიმოხილვა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის კვლევები, თბილისი, 2007, 189-215;
     გაზეთები: „ახალიგანათლება“, 2008 წელი, 10-16 აპრილი. „დიალოგი“, N7 2008 წელი, ეროვნულისასწავლოგეგმებისადაშეფასებისცენტრი;
    მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის ავტორები:  ბესელია ,  პაპავა პ. მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის 2011წ.
    წიგნიერება, PIRLS – 2006 საქართველოში, ია კუტალაძე, 2008წ.
ირინა სამსონია  წიგნიერება   მასწავლებლის სახელმძღვანელო.  2013წ




დანართი 1.  მოსწავლეებთან  ინტერვიუს გეგმა
1.      რამდენად აკმაყოფილებდა მასწავლებლების მიერ მიწოდებული ტესტები მოსწავლეთა ინტერესებს?
2.      რა ტიპის ტექსტებზე მუშაობა უადვილდებოდათ, რა იყო მათთვის რთული? 
3.      რა უშლით ხელს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში?
4.      მოსწონდათ თუ არა ახალი მასალისადა ახალი ტერმინების შემცველ ტექსტზე მუშაობა?
5.      მოსწონდათ თუ არა საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა?
6.      ტექსტზე მუშაობისას აკეთებდნენ თუ არა მონიშვნებს, ჩანაწერებს?
7.      შეუძლია თუ არა ახალი ტერმინის სხვა  ტერმინით განმარტება.  ( რეპლიკაცია- გაორმაგება)


დანართი 2.   მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის გეგმა
     თქვენი აზრით, რატომ უჭირთ მოსწავლეებს ახალი მასალისადა ახალი ტერმინების შემცველ  ტექსტის გაგება-გააზრება. როგორ უნდა შეძლონ  მოსწავლეებმა  ტექსტზე მუშაობისას:
1. უშუალო დასკვნების გამოტანა;
2.  ძირითადი საკითხის მიგნება;
3.  აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
4.  ახალი ტერმინების დაკონსპექტება- დამახსოვრება, ხასის გასმა.


დანართი  3.   ითხვარი  მოსწავლეებისათვის  ახალი მასალისა და ახალი ტერმინების შემცველი ტექსტების წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით
             შეგიძლიათ წაკითხულის გონებაში წარმოდგენა?
o   დიახ                        
o   არა
      შეგიძლიათ ვარაუდების ჩამოყალიბება ?
o   დიახ                        
o   არა
               შეგიძლიათ დასკვნების გამოტანა?
o     დიახ                        
o   არა

        შეგიძლიათ ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება?
o   დიახ                        
o   არა
               შეგიძლიათ შეკითხვების დასმა?
o   დიახ                        
o   არა
                  შეგიძლიათ კავშირების გაბმა?
o   დიახ                        
o   არა
შეგიძლიათ წაკითხულის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება?
o   დიახ                        
o   არა
  ტექსტის გასააზრებლად  თქვენი  ძლიერი მხარეა ?
o   სწრაფი კითხვა                        
o   დამოუკიდებლად მუშაობა
o   კარგი ლექსიკური მარაგი
o   ინფორმაციის კარგად გადამუშავება

რა ტიპის ტექსტზე  გირჩევნიათ  მუშაობა?
o   ახალი მასალისა და ახალი ტერმინების შემცველ ტექსტზე                      
o   საინფორმაციო ტექსტზე


ტექსტის გააზრებისას  რა სტრატეგიებს იყენებთ ? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თუ  არ იყენებთ, რა არის ამის მიზეზი?        ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------









მადონა ჯორბენაძის  მიერ ჩატარებული პრატიკული კვლევის  რეფლექსია

    სასაწავლო გეგმის მიხედვით, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისას მასწავლებლის  მთავარი ამოცანაა, მოსწავლემ  ისწავლოს მეცნიერული ტერმინებით დატვირთული ტექსტის გააზრება და ტერმინების დამახსოვრება , შესაბამისი განმარტებებითჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარებდა მოსწავლეთა საჭიროებიდან. როგორც ვიცით , ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, უკეთესი მიღწევებით გამოირჩევიან ის მოსწავლეები, რომელთაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა. წიგნიერი უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ,   არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო და  საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებს.  საშუალო საფეხურხე თუ მოახარხებს მასწავლებელი მოსწავლემ  ისწავლოს მეცნიერული ტერმინებით დატვირთული ტექსტის გააზრება და ტერმინების დამახსოვრება , შესაბამისი განმარტებებით და შემდეგ იცოდეს  გენეტიკური ამოცანების ამოხსნის დროს დაფარული ინფორმაციის ამოცნობა, ეროვნული გამოცდების საგნობრივი -საბუნებისმეტყველო და ზოგადი უნარების ანალოგების ნაწილის პრობლემა მოხსნილი იქნება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კარგ შედეგს დადებს, იმიტომ რომ ანალოგების 50% არის საბუნებისმეტყველო საგნების ტერმინები.
    შევიმუშავე გეგმა, დავგეგმე აქტივობები და გადავწყვიტე ჩამეტარებინა პრაქტიკული კვლევა. კვლევის დაწყებიდან და მისი დასრულების შემდეგაც კი, აქტიურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან.   
  კვლევის საწყის ეტაპზე მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის ჩატარებამ დიდად შემიწყო ხელი კვლევის წარმოებაში. კვლევის წარმოებისას ვითვალისწინებდი მათ რჩევებსა და დარიგებებს. ხოლო, კვლევის დასრულების შემდეგ კი, ჩატარებული კვლევის შედეგები გავუზიარე  ჩემს კოლეგებს. კვლევის ანგარიში წარვადგინე საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე. კათედრის სხდომას ესწრებოდნენ დაინტერესებული პედაგოგები სხვა საგნობრივი კათედრებიდან, რომლებიც გეგმავენ კვლევის ჩატარებას. აღნიშნული კვლევის ჩატარებით სარგებელს ნახავენ არა მარტო მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც. რადგანაც ისინი,  სავარაუდოდ, გაითვალისწინებენ იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც ჩამოყალიბდა კვლევის შედეგად. კოლეგებთან კვლევის შედეგების გაზიარების შემდეგ მასწავლებლებს გავაცანი ის რეკომენდაციები, რომლებიც შევიმუშავე კვლევის ფარგლებში.      დაგეგმილმა და განხორციელებულმა კვლევამ, კვლევის მსლელობისას განხორცელბულმა აქტივობებმა, მოსწავლეებს ხელი შეუწყო ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის  ტერმინების, გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და სასურველი მიზნის მიღწევას. შედეგად კი, სწავლის პროცესში მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათშეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა. ყოველივე ეს კი არის საუძველი, იმისა ,რომ მოსწავლემ შეძლოს უფრო რთული  ტერმინებით დატვირთული ტექსტების გაგება-გააზრება, შესაბამისად, სწავლაშიც კარგი შედეგები ჰქონდეს.
     მთლიანობაში კვლევა გეგმის მიხედვით წარიმართა. ჩატარებულ კვლევაში განსაკუთრებით ძლიერი და წარმატებული იყო წიგნიერების საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით შერჩეული საკვლევი პრობლემა და საკვლევი საკითხი, რადგანაც პრობლემა აქტუალური ჩემი კლასისათვისაცასევე, მონაცემთა შეგროვება და  ანალიზიც.  პრაქტიკული კვლევის  ჩატარების გამოცდილება არ მქონია, აღნიშნული კვლევა იყო პირველი , ამიტომ შემდგომში მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარება, ვფიქრობ, საჭიროებს კვლევის მეთოდების გაუმჯობესებას. რასაც მომდევნო კვლევების ჩატარების შემთხვევებში გავითვალისწინებ.
    კვლევის შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების კოლეგებთან გაზიარების შემდეგმათგანაც მივიღე უკუკავშირი. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩატარებული საკვლევი პრობლემა ნამდვილად  აქტუალური იყო პედაგოგები მომავალში გაითვალისწინებენ კვლევის შედეგებსა  და რეკომენდაციებს.  აქედან გამომდინარე, კოლეგა მასწავლებლები ჩატარებული კვლევის მეთოდებსა და რეკომენდაციებს გამოიყენებენ მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად საკუთარ კლასებშიც.















Комментариев нет:

Отправить комментарий